CREDIT EXPERT ონლაინ პლატფორმაა, სადაც შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად დაარეგისტრიროთ ვალი და დაიბრუნოთ თქვენი თანხა.
ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ:
- დაიბრუნოთ ვალები ცესიით გადმოცემისას;
- შექმნათ თქვენი პირადი მომხმარებლის სივრცე და მონიტორინგი გაუწიოთ ვალის ამოღების პროცესს;
- დაიბრუნოთ დავალიანება ხანგრძლივი დავებისა და ყოველგვარი სირთულეების გარეშე მუდმივ კავშირზე მყოფი კვალიფიციური იურისტების მეშვეობით.
ჩვენთან რეგისტრაცია უფასოა!
წინასწარი გადახდა არ მოითხოვება საქმის განსახილველად!
ვალის შესყიდვა
ჩვენ შევაფასებთ და შევისყიდით თქვენს ვალს ცესიის ხელშეკრულებით დაგვიანებულ ვალთან/სესხთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი საბუთის (სესხის ხელშეკრულება, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, ინვოისები, ზედნადებები და ა.შ.) მოწოდების საფუძველზე, რომელსაც გადავამოწმებთ. ცესია იურიდიული ტერმინია, რაც ნიშნავს მოთხოვნის უფლების დათმობას კონკრეტულ დავალიანებაზე. ვალის ამოღება შეიძლება იყოს ხანგრძლივი და რთული პროცესი. Credit Expert ყიდულობს ინდივიდუალურ დავალიანებებს ან ცესიით ვადაგადაცილებული დავალიანებების პორტფელს, რომელიც შესაბამისად ამცირებს კრედიტორების შესაძლო ზარალს და უზრუნველყოფს დავალიანების ან დაგვიანებით გადახდილი თანხების სწრაფად დაბრუნებას.
ვალის გაყიდვა:
- უზრუნველყოფს დავალიანების სწრაფ დაბრუნებას;
- თავიდან გაცილებთ ვალის დაფარვის ხანგრძლივ, რთულ და ძვირადღირებულ იურიდიულ პროცესს;
- გითავისუფლებთ კომპანიის ბალანსს გაყინული აქტივებისგან;
- გიმცირებთ პოტენციურ დანაკარგებს, რაც იძლევა ამოღებული თანხის ეფექტურად გამოყენების საშუალებას ბიზნესისა თუ პირადი მოხმარებისთვის.
ვალის ამოღების სერვისები
მრავალწლიანი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ვალის 85%-მდე ამოღება შესაძლებელია არასასამართლო პროცესებით.
ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები უზრუნველყოფენ:
- ვალის სწრაფ ამოღებას;
- მოვალისადმი გულისხმიერ დამოკიდებულებას;
- კრედიტორსა და მევალეს შორის მყარ ურთიერთობას.
ჩვენს მიერ დავალიანების დამუშავების შემდეგაც მოვალე დარჩება კრედიტორის ერთგული კლიენტი.
ყველა შემოთავაზებული მომსახურება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და Beta Kapital ჯგუფის კომპანიების ეთიკის შიდა კოდექსის შესაბამისად (იხილეთ აქ …)
დავალიანების გადახდის უზრუნველყოფა და მონიტორინგი სასამართლო პროცედურების გარეშე
- CREDIT EXPERT-ის ვებგვერდზე კლიენტი არეგისტრირებს საკუთარ პროფილს მთავარ გვერდზე და უზრუნველყოფს ვალის შესახებ ყველა შესაბამისი საბუთის ატვირთვას ელექტრონული ფორმატით;
- CREDIT EXPERT შეაფასებს მევალეებს, საბუთებს და დაუბრუნდება მომხმარებელს შეთავაზებით. სააპლიკაციო ფორმაში ნახსენები მევალეები და ვალის დოკუმენტები CREDIT EXPERT-ის ვალების პროცესირების სისტემაში აისახება არაუგვიანეს ერთ სამუშაო დღეში;
- კლიენტსა და CREDIT EXPERT-ს შორის იდება ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება.
ხელშეკრულების ხელმოწერიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში იწყება ვალის ამოღების პროცესი და მოიცავს შემდეგს:
-
- გამაფრთხილებელი წერილებისა და შეტყობინებების გაგზავნა;
- სატელეფონო კომუნიკაცია მევალესთან, მისი გაფრთხილება დაგვიანებული ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში მოსალოდნელი შესაძლო შედეგების შესახებ;
- საკონტაქტო ინფორმაციის ძებნა. თუ მევალის საკონტაქტო ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი ან არასწორია, მიმდინარე ინფორმაციის ძებნა იწყება დაუყოვნებლივ და არ წყდება საქმის მთელს საპროცესო პერიოდში;
- გადახდის გრაფიკის შემუშავება კრედიტორის ინტერესებისა და მევალის რესურსების გათვალისწინებით;
- მევალესთან დავალიანების სრულად ან ეტაპობრივად გადახდის პირობებზე შეთანხმების შემდეგ დავალიანების გადახდის კონტროლი და ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი;
- მევალის მონაცემთა რეგისტრაცია დავალიანების ისტორიის მონაცემთა ბაზა CreditInfo-ში.
ვალის გადახდევინება სასამართლოს გზით, საქმის სასამართლო წარმოება
CREDIT EXPERT კლიენტებს სთავაზობს კვალიფიციურ იურიდიულ მომსახურებას დავალიანების ამოსაღებად საქართველოს სასამართლოს მეშვეობით, როდესაც შეუძლებელია ვალის გადახდევინება არასასამართლო მეთოდების გამოყენების გზით.
სასამართლოს მეშვეობით ვალის ამოღება ან გადახდევინება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
- იურიდიული კონსულტაციები ყველაზე შედეგიანი სამართალწარმოების შესარჩევად;
- საჭირო საბუთების მომზადება;
- სასამართლოსთვის სარჩელის მომზადება დავის წარმოების დასაწყებად;
- სასამართლოში კრედიტორის წარმომადგენლობა;
- საბუთების მომზადება საქმის აღსრულებაში შესატანად (სახელმწიფო ან კერძო);
- კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება;
- სასამართლოსა და აღსრულების ეტაპზე საქმის წარმოება და კონტროლი.
დავალიანება და გადახდის მონიტორინგი
CREDIT EXPERT კორპორატიულ კლიენტებს სთავაზობს მონიტორინგის მომსახურებას, რომლებიც კრედიტორებს საშუალებას აძლევს, დაიცვან თავიანთი კლიენტების საგადახდო დისციპლინა და თავიდან აიცილონ ვადაგადაცილებული დავალიანებების დაგროვება და ისეთ სიტუაციაში ჩავარდნა, როდესაც კლიენტი ან ბიზნესპარტნიორი ხდება გადახდისუუნარო მნიშვნელოვანი ვადაგადაცილებით, სუსტად კონტროლირებული საგადახდო დისციპლინის გამო.
CREDIT EXPERT გთავაზობთ მევალეთა სამართლებრივი სტატუსის ცვლილებების მონიტორინგს:
- გადახდისუუნარობის მონიტორინგი –კლიენტს დაუყოვნებლივ ეცნობება მოვალის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გამოცხადების შესახებ.
- მემკვიდრეობის მონიტორინგი –კლიენტს დაუყოვნებლივ ეცნობება მოვალის მიერ მემკვიდრეობის მიღების შესახებ.
მონიტორინგის სერვისები უზრუნველყოფილია ცალკე ხელშეკრულებით და მოიცავს მხოლოდ იმ მევალეებს, რომელთა საქმეებიც წარედგინება CREDIT EXPERT-ს დავალიანების ამოსაღებად.
სასამართლოს გარეშე დავალიანების გადახდევინების მომახურების ანაზღაურება
CREDIT EXPERT-ის პოლიტიკაში აღნიშნულია, რომ კომპანიები მევალეების მონაცემების დასამუშავებლად გადაცემისას მხოლოდ მიღწეული შედეგისთვის იხდიან. მომსახურების საფასური გამოითვლება დაფარული დავალიანების თანხიდან. ანაზღაურების კონკრეტული ოდენობა (პროცენტულად) დამოკიდებულია დავალიანების ხანგრძლივობასა თუ ოდენობაზე და დასამუშავებლად გადმოცემული საქმეების რაოდენობაზე.
ჩვენ ვაცნობებთ კლიენტს (კრედიტორს), თუ მევალე უარს აცხადებს ვალის, ვადაგადაცილებული დავალიანების გადახდასა და ნებისმიერ თანამშრომლობაზე და გავცემთ შემდეგნაირ რეკომენდაციას დავალიანების გადასახდელად:
- სასამართლო გზით დავალიანების გადახდევინება;
- გადახდისუუნარო მოვალის საქმისწარმოების დაწყება;
- ვალის გაყიდვა;
- სხვა შესაბამისი ქმედებები.