ნულოვანი ტოლერანტობა მექრთამეობასა და კორუფციას
ჩვენ ვმოქმედებთ კეთილსინდისიერად და კორუფციის გარეშე და იმავეს მოველით მესამე მხარეთაგან, რომლებიც Beta Kapital-ის კომპანიებს ემსახურებიან. ჩვენ არ ვიჩენთ ტოლერანტობას მექრთამეობისა და კორუფციისადმი.
Beta Kapital-ის ჯგუფის კომპანიები მიზნად ისახავს იყოს პრეფერალური კრედიტორი და კონსულტანტი კლიენტებისათვის/მოვალეებისათვის, დაეხმაროს მათ დაუბრუნდნენ საჭირო კალაპოტს ან/და თავი დააღწიონ თავის ფინანსურ პრობლემებს. კომპანიები ასევე ისწრაფვიან იყვნენ პრეფერალური და პასუხისმგებელი დამსაქმებლები, საიმედო კორპორატიული მოქალაქეები და კლიენტთა სასურველი კრედიტორები.
Beta Kapital ეთიკის კოდი იცავს Beta Kapital-ის ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებიც მიმართულია გრძელვადიანი ურთიერთობების აგებასა და შენარჩუნებაზე ყველა დაინტერესებულ მხარესთან, იცავენ ჩვენს მაღალ ეთიკურ სტანდარტებს ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას. ყოველდღიურ მუშაობაში Beta Kapital ჯგუფის ეთიკის კოდექსის დაცვით ჩვენ გვსურს უზრუნველვყოთ ბიზნესის პასუხისმგებელი და მდგრადი წარმართვა.
ეთიკის კოდექსი აღწერს დასაშვები ქცევის მინიმალურ დონეს, მაშინაც კი, თუ ის ითვალისწინებს უფრო მაღალ სტანდარტებს, ვიდრე ამას ადგილობრივი კანონმდებლობა მოითხოვს. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი კანონმდებლობა უფრო მკაცრია, ვიდრე კოდექსი, უპირატესობა ენიჭება ადგილობრივ კანონმდებლობას. Beta Kapital ამკვიდრებს NORDIC სტანდარტებს ფულის ამოღების მაღალ ეთიკურ, გამჭვირვალე, სამართლებრივ და ნდობაზე დაფუძნებულ პროცესთან მიმართებაში ვალების ამოღების ინდუსტრიის არასტაბილურ და უმწიფარ განვითარებად ბაზრებზე დსთ-ს და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. Beta Kapital-ის ეთიკური კოდექსს ვთავაზობთ დარგობრივი სტანდარტის სახით იმ ბაზრებზე, სადაც ეს კონცეფცია არასოდეს არსებობდა.
Beta Kapital ჯგუფი შეესაბამება ეთიკურ კოდექსებს, მაგრამ ჩვეულებრივ უფრო მკაცრ ეთიკურ კოდექსებს, ვიდრე ეროვნული ეთიკური კოდექსებია, ყველა ბაზარზე, სადაც იგი მუშაობს. Beta Kapital ჯგუფის კომპანიები ყოველთვის იმოქმედებენ პატივისცემით, ღიად და დარჩებიან სამართლიანობის პრინციპების ერთგული ყველა ასპექტში ბიზნეს პარტნიორებთან და დაინტერესებულ პირებთან ურთიერთობებში.