ხშირად დასმული შეკითხვები

ჩვენ ვკრებთ დავალიანებებს რეგულარულად თანხის შემოტანის ან დადასტურებული გადასახადების საფუძველზე, ასევე, ინდივიდუალური ერთჯერადი დავალიანებებიდან: გადაუხდელი გადასახადები და ინვოისები, პირადი სესხები, ობლიგაციები, კონტრაქტები და სხვა სახის დამადასტურებელი დოკუმენტებით დამოწმებული ვალები ან დაგვიანებული გადასახადები, როგორიცაა სესხის ხელშეკრულებები, ინვოისები, საგარანტიო გადასახადები ან გირაოს წერილები. ჩვენ ვიღებთ სესხებს, რომლებიც სხვადასხვა იურიდიულ ეტაპზეა – წინასასამართლო დავალიანება და გადახდის ვალდებულებები (როდესაც ჯერ არანაირი იურიდიული პროცესი წამოწყებულა თავდაპირველი კრედიტორის ან მომწოდებლის მიერ…)

საჩივრები სასამართლო განხილვის პროცესში (როდესაც სასამართლო საქმე ან საარბიტრაჟო საქმე აღძრულია, მაგრამ ჯერ არ დასრულებულა…); სასამართლო საქმეების შემდეგ (როდესაც სასამართლო განხილვა დასრულებულია, განჩინება გამოტანილია და სააღსრულებო ფურცელი გამოქვეყნებულია). აგრეთვე, საქმეები, რომლებიც უკვე გადაცემულია სახელმწიფო ან კერძო აღმასრულებლებზე. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ სესხის ან გადახდის ვალდებულების დამადასტურებელი დოკუმენტი იყოს მოქმედი და იურიდიულად მისაღები.

ჩვენ არ ვმუშაობთ დავალიანების ამოღებაზე:  თუ დავალიანება განუყოფლად დაკავშირებულია კრედიტორის ზარალის ანაზღაურებასთან, ჯანმრთელობის ან სიცოცხლის დაზღვევასთან, მორალური ზიანის ანაზღაურებასთან.

ამას გარდა, ჩვენ არ ვკრებთ ისეთ დავალიანებებს, თუ ვალი წარმოშობილია მოსამართლეთა, პროკურორთა და/ან ადვოკატთა სამუშაო მოვალეობების შესრულების შედეგად.

როდესაც თქვენ მოგვყიდით დავალიანებას ან მისი მოთხოვნის უფლებებს (ცესიით), თქვენ და მოვალეს აღარ გექნებათ არანაირი სამართლებრივი ურთიერთობა. დავალიანების გაყიდვის შეთავაზების დადასტურებით მიიღებთ გარკვეულ თანხას.

დავალიანების გაყიდვის შეთავაზების დადასტურებით და შეთანხმებული ფასის ეტაპობრივი გადახდით, ჩვენ შევასრულებთ დავალიანების წინასწარ და სასამართლო მოკრებას შეთანხმებულ ფასად. თქვენ ინფორმირებული იქნებით სამუშაო  პროცესის თითოეულ ეტაპზე და შედეგებზე, რომელსაც ყოველთვიურად იხილავთ ჩვენს ვებგვერდზე თქვენივე მომხმარებლის პროფილში.

არა, ჩვენ არ ვითხოვთ რამე სახის სარეგისტრაციო ან წინასწარ გადასახადს.

ჩვენს ვებგვერდზე ვალის რეგისტრაციიდან 2 დღის ვადაში მიიღებთ შეთავაზებას. ინფორმაცია შეთავაზების შესახებ მოგეწოდებათ როგორც ელექტრონული ფოსტით, ასევე SMS შეტყობინებით, მაგრამ თავად შეთავაზება შეგიძლიათ იხილოთ თქვენი მომხმარებლის პროფილში ვებსაიტზე.

შეთავაზება მისი მიღებიდან სამი დღის განმავლობაშია მოქმედი. ჩვენ განვიხილავთ დავალიანების შეთავაზებას გადახდის ვადის გასვლის შემდეგ, ვინაიდან შესაძლოა შეიცვალოს მოვალეთა ფინანსური მდგომარეობა.

ჩვენ ყურადღებით ვაფასებთ მევალის/მევალეების გადახდისუნარიანობას და თქვენს მიერ მოწოდებული დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ხარისხს. ყველა ინფორმაციის შეფასების შემდეგ შემოგთავაზებთ შესაბამის ვადებსა და პირობებს ვალი/ვალების გასაყიდად. თქვენთვის შემოთავაზებული რეალიზაციის ვადები და პირობები დამოკიდებულია თქვენი მევალის გადახდისუნარიანობასა და წარმოდგენილი დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ხარისხზე.

მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც სურთ მევალისგან თანხის დაბრუნება. მომსახურების მისაღებად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ანუ შექმნათ პირადი ანგარიში და დააფიქსიროთ ერთი, რამდენიმე, თუ ბევრი დავალიანება დასამუშავებლად.

ჩვენ ვამუშავებთ მხოლოდ საქართველოში წარმოშობილ დავალიანებებს და ვაფორმებთ ხელშეკრულებას, როგორც საქართველოს მოქალაქე, ისე არამოქალაქე პირებთან/კომპანიებთან.

ვერიფიკაციისთვის კრედიტორის პირადი ინფორმაცი საჭირო, ათა დადასტურდეს დავალიანების  მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტების მოწოდება დავალიანების მოთხოვნის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ. დარწმუნების შემდეგ, რომ მოგვმართავს ასეთი უფლებების მქონე პირი/კომპანია, ჩვენ შევძლებთ ინფორმაციის ვერიფიკაციას მევალის/მევალეების შესახებ და შემოთავაზების გაკეთებას დავალიანების  შეძენა-ამოღების შესახებ.